Sunday, October 27, 2013
კარნავალის ისტორია ვენეციაში
კარნავალის ისტორია იწყება ძველი რომაელების ტრადიციებისგან. ყოველიწლიურად იმართებოდა სხვადასხვა დღესასწაულები ღმერთ სატურნის საპატივცემულოდ.ამ დღესასწაულზე მონებს შეეძლოთ პატრონებთან ერთად ესადილათ ერთ მაგიდაზე და სოციელური სხვაობის გამო რომ არ გაეფუჭებინაღ განწყობა სხეებს ნიღბებით იფარავდნენ. თუმცა დღესასწაულების გარდა ხშირად დამნაშავეები სხეების დასამალად იყენებდნენ ნიღბებს ქურდობის ან სხვა დანაშაულის ჩადენის დროს. ამიტომ 1608 წელს ვენეციაში გასცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც მამაკაცები თუ ატარებდნენ ნიღბებს ჩვეუებრივ დღეებში ისინი დაისჯებოდნენ, კერძოდ კი 2 წელი ციხე ან ფულადი ჯარიმა ელოდათ, ხოლო ქალბათონების ჯარიმა იყო სახალხო გაროზგვა.
იტალია,ვენეცია
ვენეციის კარნავალი 13-დან 24 თებერვლამდე გრძელდება. მოსახლეობა ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მხიარულობს ქალაქის ქუჩებში.
რიოს კარნავალი
რიოს კარნავალი ოფიციალურად ოთხ დღეს (20-დან 24 თებერვლამდე), ხოლო არაოფიციალურად კვირაზე მეტხანს გრძელდება. მთელი კვირის განმავლობაში ყველა ისვენებს, შეჩერებულია მოძრაობაც. კარნავალის მთავარი ცეკვაა "სამბა". სამბას ცეკვაში თითქმის ყველა ცნობილი ბრაზილიელი - სპორტსმენი, მსახიობი, პოლიტიკოსი - მონაწილეობს.კარნავალის მთავარი ცეკვაა "სამბა". სამბას ცეკვაში თითქმის ყველა ცნობილი ბრაზილიელი - სპორტსმენი, მსახიობი, პოლიტიკოსი - მონაწილეობს
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj_8bjapfzoAqMXzU1Hca8FhPdRJazd5Pu_-tSkgY7VyxJpRR0pkrXPnhr0E_J2D9MN7StgymOn8OgUFS9oB_NTzadfmm0G3IYxFEUyqZ_TA4H3NExoxPe5Io70zWtn6dNdL_vBGwl73nxJ/s400/120221044837-carnival-01-horizontal-gallery.jpg)
"carna vale"
კარნავალის გაგონებისას ალბათ ცეკვა,მხიარულება,მორთული ქუჩები და ულამაზესად ჩაცმული ხალხი წარმოგიდგებათ თვალწინ.კარნავალი ყველაზე ლამაზი სანახაობაა რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება,სამწუხაროა რომ ამ ქვეყნების რიცხვში საქართველო არ შედის.
"carna vale" ლათინურად "ხორცთან გამოთხოვებას" ნიშნავს და ამიტომ იგი ყოველთვის დიდმარხვის დაწყებამდე იმართება. დღესდღეობით ყველაზე ცნობილია ბრაზილიის და ვენეციის კარნვალი.
Subscribe to:
Posts (Atom)